„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 270220000.10.003.018905
519
07/10/2015
ვებგვერდი, 08/10/2015
270220000.10.003.018905
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №519

2015 წლის 7 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 270220000.10.003.017209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართ №1-ის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“:

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/ გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

23.  ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური  „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“  გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007  წლის  24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 2007-2008 წლებში გაცემული ყოველთვიური გასაცემლის ოდენობით;“;

ა.გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის  დახმარების ოდენობა განისაზღვრება სასამართლო გადაწყვეტილებით ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის ადგილობრივ არქივში (შემდგომში − ჭიათურის ადგილობრივ არქივში) დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ორი ან მეტი საფუძვლით დახმარების მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, პირს დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.

5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის 22 და 23 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა რამდენიმე მაძიებელს, დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთ პირს, სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის საფუძველზე.“.

2. დანართ №2-ის  „უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის“  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორი − კომისიის თავმჯდომარე, სააგენტოს დირექტორის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი