დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016570 |
|
„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016448, 29/04/2015) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა ხორციელდება შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში: ა) №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) №16 დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2. პენიტენციურ დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის პირველ პუქტში მითითებული პენიტენციური დაწესებულებებისა, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა განხორციელდეს ეტაპობრივად 2017 წლის 31 დეკემბრამდე.“. 2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 - ის (სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია განსაზღვრავს მსჯავრდებულებთან მუშაობის პროცესს სასჯელის მოხდის პერიოდში, რომლის მიზანია დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული ინდივიდუალური რისკისა და საჭიროების შეფასება, პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) ინდივიდისთვის საჭირო ჯანსაღი გარემოს შექმნა და შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა, მომავალში დანაშაულის ჩადენის ალბათობის შესამცირებლად სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში - ინდივიდუალური გეგმა) (დანართი №2) შედგენა და მისი განხორციელება.“. 3. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 (სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
დანართი №2
ვამტკიცებ ----------------------------------- დაწესებულების დირექტორი
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ფორმა ___________________________ _______________________ _______________________________________ შედგენის ადგილი თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ვადა __________________________________ პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი_____________________________ სახელი და გვარი და მსჯავრდებული______________________________________________________________ მსჯავრდებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი თანხმდებიან სასჯელის მოხდის შემდეგ გეგმაზე: სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა
კოორდინატორი__________________________ მსჯავრდებული_______________________ ხელმოწერა:__________________ ხელმოწერა:__________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები