„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.018898
512
06/10/2015
ვებგვერდი, 09/10/2015
340030000.10.003.018898
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №512

2015 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის       მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის  დროს  გამოსაყენებელი   ვეტერინარული  სერტიფიკატების  ფორმებისა და  მათი გაცემის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172)  შეტანილ იქნეს  ცვლილება  და:

1. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №21);

 ქ) ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზისა და თევზპროდუქტების ევროკავშირში ექსპორტისათვის  (დანართი №22).“.

 2. დადგენილებას დაემატოს №21 და №22 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი