დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440000000.10.003.018897 |
|
„ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №160 დადგენილებაში (სსმ, 112, 14/09/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესის“:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების (შემდგომში – ჟურნალი) შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) გაცემის ორგანიზებას ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – რუსთაველის ფონდი).“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტის გამოვლენასა და რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებას;“. 2. მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსში გამარჯვებული პროექტის/პროექტების გამოსავლენად იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი. 2. კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. 3. კომისიის სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამარჯვებული პროექტის/პროექტების დაფინანსების მოცულობას განსაზღვრავს რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსთაველის ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. გამარჯვებულ პროექტზე/პროექტებზე გასაცემი გრანტის საერთო ოდენობა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში – 50 000 ლარს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები