თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016243
45
05/10/2015
ვებგვერდი, 09/10/2015
010250000.35.154.016243
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2015 წლის 5 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.           
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი, 21/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის  "ბ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გამგებლისათვის/მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის  იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის  "რ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის  თანამშრომელთა თანამდებობრივ ინქსტრუქციებს, აგრეთვე აპარატის მოხელეთა დამატებით საკავალიფიკაციო მოთხოვნებს.“.

4. 82-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) დასახლების საერთო კრებას“.

 

5. 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“.

6. 118-ე მუხლის პირველი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს.“.

 

7. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;

ბ) საერთო კრებას.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას.

3. საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო კრების სახელით პეტიციის წარდგენას უზრუნველყოფს საერთო კრების რჩეული ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირი.

4. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

5. პეტიცია უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;

ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.

6. შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

7. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. იგი უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას 135 -ე მუხლის შესაბამისად.

8. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

9. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს, მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას.

12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

16. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას.

17. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

18. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები.

20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

21. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

22. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

23. პეტიციის რეგისტრაციასთან, ხელმოწერების შემოწმებასთან და პეტიციის განხილვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება ამ  რეგლამენტით.

24. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი.“.

8. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. საერთო კრების უფლებამოსილება, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,დასახლების საერთო კრების დებულების"  შესაბამისად“.

9. 131 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირიც) მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული მუშაობის შესახებ.“.

10. 131-ე მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს  შეუზღუდავად დაესწროს საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშის განხილვას.

4. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.“.

11. 135-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, „გ“, ,,დ“, ,,ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის (მერის) დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ზ) პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“.

12. 135-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ,, ქვეპუნქტი:

„პ) გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების წერილობითი ინიციატივა მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“.

13. 135-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.“.


მუხლი 2.                 
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური