თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016241
43
05/10/2015
ვებგვერდი, 09/10/2015
010250000.35.154.016241
თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2015 წლის 5 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 19 მარტის №20  დადგენილებაში „თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ (www.matsne.gov.ge, 24.03.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016218) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრს, რომელიც  არ გამოცხადდება საკრებულოს ან ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც განახორციელებენ თვეში ოთხი მიღების დღეზე ნაკლებს, დაუკავდება 45 (ორმოცდახუთი) ლარი თითოეული გაცდენილი შეხვედრისათვის.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი.
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული  ოდენობა

საკრებულოს წევრი

ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა

ლარებში ყოველთვიურად

1

საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები) 

210

2

მაჟორიტარი დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისათვის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის

180

.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური