საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4378-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017925
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4378-Iს
27/10/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
090000000.05.001.017925
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 37-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.“.

2. 50-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №164 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ოქტომბერი 2015 წ.

N4378-Iს