დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016358 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ “ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2015, 010250020.35.143.016350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება სახეობების მიხედვით ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტობრივად მოჭრილი და გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.” . 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №2 თან ერთვის 1 ფურცლად). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №2
|
მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი № -----
|
ხაშურის მუნიციპალიტეტი ------------------ის ადმინისტრაციული ერთეული ------20 ---- წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნმა ---------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ადგილზე გასვლით შევისწავლეთ მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა ( დაინტერესებული პირის შემთხვევაში განცხადება) დადგინდა შემდეგი: ------------------------------------------- ჭრის სახე: ----------------------------------
აქტი შედგენილია ჩვენ მიერ, რაზედაც ვაწერთ ხელს:
1. ------------------------------- 2. ------------------------------- 3. ------------------------------- 4. -------------------------------
|
. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები