„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016355
46
05/10/2015
ვებგვერდი, 13/10/2015
010250050.35.143.016355
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №46

2015 წლის 5 ოქტომბერი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20   მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურის   დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250050.35.143.016265) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის  „რ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  2093, 239-2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე ან/და უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა”.

4.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი ზომების მიღება”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე