დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.143.016359 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014; 010250040.35.143.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ თანხმობის მიცემა;“ 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადების დაცვის მიზნით; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით; გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.”. 4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1171 მუხლი: „მუხლი 1171. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი 1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად კვირაში ერთხელ მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება. 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობის რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში) . 3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი). 5. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას, აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები. 6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრი (საკრებულოს თანამდებობის პირი) ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში. 7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები