„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 12 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 12 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016188
28
05/10/2015
ვებგვერდი, 07/10/2015
010250020.35.127.016188
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 12 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2015 წლის 5 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი     

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 12 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 თებერვლის №1 დადგენილებაში (სსმ.ვებგვერდი, 18/02/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016101) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობის  დადგენის შესახებ“

2. მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგინდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა დანართი №3-ის შესაბამისად.“

3. მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

დადგინდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური  ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობა 1 კვ.მ-ზე დანართი №4-ის შესაბამისად.“

4.დადგენილების №3 და№4 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ

 მუხლი 1

ქ. ზესტაფონში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა) დიფერენცირებულია ქ. ზესტაფონის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK  სადაც:

1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა;

2. IMG არის ქ. ზესტაფონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობის  მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.

მუხლი 2

1. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ზესტაფონში მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა  დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,55

1,3

0,24

100

17,16

შუალედური ზონა

0,55

1

0,24

100

13,20

პერიფერიული ზონა

0,55

0,7

0,24

100

9,24

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა  დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,96 ლარს.

3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა  დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 13,20ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტებით დადგენილი ფასი.

დანართი №4

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწაზე წლიური  ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობა  1 კვ.მ-ზე

მუხლი 1

ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწაზე სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის დანარჩენი ფორმით გადაცემისას,  მიწის საწყისი წლიური ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობა  განისაზღვროს:

) ცენტრალური ზონისათვის 3 ლარი;

) შუალედური ზონისათვის – 2,5 ლარი;

) პერიფერიული ზონისათვის – 2,0 ლარი;

მუხლი 2

სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის დანარჩენი ფორმით გადაცემისას: შორაპნის, ძირულის, პირველი სვირის, მეორე სვირის, კვალითის, ცხრაწყაროს, კლდეეთის, ფუთის, ილემის, როდინაულის, სანახშირის, ზედა საქარის, ქვედა საქარის, დილიკაურის, ბოსლევის, ქვედა საზანოს, ზოვრეთის, შროშის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მიწის საწყისი წლიური ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობა  1 მ2-ზე განისაზღვროს 1,25 ლარის ოდენობით.

მუხლი 3

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის საწყისი წლიური ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობა  1 მ2-ზე განისაზღვროს 2,5 ლარის ოდენობით.

მუხლი 4

მიწის წლიური ქირის გადახდა ხდება თანაბარწილად, საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე