ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.016237
36
05/10/2015
ვებგვერდი, 07/10/2015
010250040.35.128.016237
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2015 წლის 5 ოქტომბერი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 16.07.2014)

1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  მე-3  მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი.

2.დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  მე-3  მუხლის მე-4 პუნქტს  დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:

,,ვ)  დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება.“.

3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტისმე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

4. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  მე-17 მუხლის მე-2  პუნქტის  ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, აპარატის თანამშრომელთა  თანამდებობრივ ინსტრუქციებს და აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  90-ე მუხლის  მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“.

6. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  94-ე მუხლი.

7. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  108-ე მუხლი მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და მათი პროექტები – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და სხვა საჯარო ინფორმაცია  ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.kharagauli.ge და ააიპ  ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  მიერ საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ხოლო საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“ .

8. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  119-ე მუხლი.

9. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 120. საკრებულოში  პეტიციით ინიციირების წესისა და პეტიციის წესით შემოტანილი  წინადადებებისა და ნორმატიული  ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა

1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვს:

ა) თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;

ბ) საერთო კრებას.

2. პეტიციის წარდგენას უზრუნველყოფს პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მიერ უფლებამოსილი პირი ან მომხსენებელი.

3. პეტიცია იწერება და შეიტანება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

4. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) საკრებულოს ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ან ადმინისტრაციული ერთეულებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების  საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

5. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 1%  და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.

6. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი და საკრებულო სხდომაზე განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-10-22-ე  პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

7. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას გადაცემს მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სხდომის დღეს აცნობებს საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

8. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტს საკრებულოში წარადგენენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის  მომხსენებელი/მომხსენებლები, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე ამ საკითხის განხილვაში.

9.  პეტიციის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს  სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის/ მომხსენებლების სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

10. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი  მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.

11. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის უფლებამოსილი პირი/პირები  ვალდებულია ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ინიციატორებთან თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე  ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების  სისწორეს და არის  თუ არა დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.”.

10. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  127 -ე მუხლიდან მე-3-მე-11  პუნქტები.

11. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  127-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1.  დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით  ტარდება  დასახლების  საერთო კრება.

2. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 855 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული საერთო კრების ტიპური  დებულებით.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  131-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1.  საკრებულოს წევრი  ვალდებულია  წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა,  ამ მუხლით დადგენილი წესით,  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, ამომრჩევლებს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.“.

13. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  131-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტები.

14. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  131-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი საკრებულოს აპარატის მიერ ქვეყნდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით,  ამომრჩევლებთან შეხვედრამდე  ერთი კვირით ადრე მაინც.

5.  საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს  საკრებულოს წევრი.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  132-ე მუხლის მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,6. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 126-ე მუხლით დადგენილი ფორმებით.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  133- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულო განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 დღისა“.

17. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  135-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის   ,,გ“ , ,,ვ“, ,,კ“ , ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:

,,გ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში“;

,,ვ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში“;

,,კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტს, რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს ანგარიშის წარდგენამდე  ერთი კვირით ადრე მაინც“;

,,მ) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და სამსახურების უფროსების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენიდან 10  დღის ვადაში“;

,,ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ სხვა დოკუმენტებს საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში“;

18. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  135-ე  მუხლის  მეორე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:

,,2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. kharagauli.ge,  ვებგვერდის დებულებით დადგენილი წესით..

19. დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  მე-135  მუხლის  მესამე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ“, ,, დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ“ ,,თ”, ,,ი” , ,,კ”, ,,ლ” ,,მ” და ,,ნ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს ააიპ  ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  მიერ“. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, ააიპ  ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  მიერ ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე