„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 08/10/2015
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 310020020.55.067.016075
05
08/10/2015
ვებგვერდი, 12/10/2015
310020020.55.067.016075
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“  დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №06  ბრძანებით დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში მონაწილეობის განაცხადის ფორმა განთავსებულია სააგენტოს ვებ - გვერდზე. სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებულ განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტაციონარული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში - სტაციონარული დაწესებულების ნებართვის  და ნებართვის დანართების (შესაბამის საქმიანობებში) ასლები, ხოლო ამბოლატორიული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში - მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განხორციელების თაობაზე, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ დადგენილი წესის შესაბამისად, წარდგენილი შეტყობინების ასლი; 

ბ) მეზღვაურის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის აუცილებელი, საკუთარ დაწესებულებაში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების სრული ჩამონათვალი, ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებების დასახელება, სადაც განხორციელდება მეზღვაურის რეფერირება;

გ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სპეციალობების სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტთა სია (რაოდენობა და კვალიფიკაცია);

დ) დაწესებულებაში დასაქმებული უფლებამოსილი ექიმების სია ან/და უფლებამოსილი ექიმის შერჩევაში მონაწილეობის მსურველთა  კანდიდატურა;

ე) სამედიცინო დაწესებულების ბეჭდის ნიმუშები და ხელმძღვანელის ხელმოწერის  ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები (2 (ორი) ეგზემპლარი);

ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული მეზღვაურთა შემოწმების პროცესი/პროცედურა.

ზ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

თ) შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მოსახურების სახეების,  ვადების,  საფასურის  განაკვეთების,  ასევე  საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების  წესისა  და  პირობების  დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად."

2.  წესის მე-8 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს მიაწოდოს ყოველთვიური ანგარიში გაცემული, დახარვეზებული  და გაუხარჯავი მოწმობების შესახებ.“

3.   წესის მე-8 მუხლის მე-2  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) შეიყვანოს ინფორმაცია ყოველ შემოწმებულ მეზღვაურზე სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის სამედიცინო მოწმობების ელექტრონული მოდულის პროგრამაში.“.

4.   წესის მე-13 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2015 წლის პირველი  იანვრიდან სააგენტო შეარჩევს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ISO სერიის ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწესებულებებს.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე