დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის N01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 08/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.55.067.016074 |
|
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ.“ 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტები“. 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული სტანდარტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტები.“ 4. სტანდარტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე ,,მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტები“ (შემდგომ ტექსტში - სტანდარტები) განსაზღვრავს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებულ იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია მათ მიერ გემზე საქმიანობის უსაფრთხოდ და ეფექტურად განსახორციელებლად.“ 5. სტანდარტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეს სტანდარტები ასევე გამოიყენება გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის.“ 6. სტანდარტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. წინამდებარე სტანდარტების მიზანია, დადგინდეს მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რათა სერტიფიცირებისა და ნაოსნობისთვის დაშვებულ იქნენ ის პირები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს გემზე დაკავებული თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.“ 7. სტანდარტის მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტები“ 8. სტანდარტის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გემზე მუშაობის დაწყებისათვის და დაკისრებული საქმიანობის განსახორციელებლად მეზღვაურთა ფიზიკური შესაძლებლობების მიმართ დადგენილია შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები