დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 01/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016140 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №
6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (სსმ, ვებგვერდი, 10.03.2014 წ., 010220020.16.009.016082,) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლის: |
ა)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19.“; |
ბ)
მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. კომისიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.gnerc.org. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.“. |
2.
მე-4 მუხლის: |
ა)
მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ახორციელებს კომისიის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;“; |
ბ)
მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომისიაში შემოსული განცხადებების (საჩივრების, წერილების) განხილვის პროცესში საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ პირებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები