„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-48/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016357
01-48/ნ
23/10/2015
ვებგვერდი, 27/10/2015
470230000.22.035.016357
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-48/ნ

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06.08.2013წ., 470230000.22.035.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის  პასპორტიზაციის წესი):
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საწოლთა ფონდთან დაკავშირებული მონაცემები. კერძოდ: მონაცემები რეანიმაციული (მოზრდილთა, პედიატრიული და ნეონატალური) საწოლების შესახებ. ასევე, რეანიმაციული საწოლების არსებობის შემთხვევაში, მონაცემები ადგილზე მწვავე შემთხვევების მართვისათვის საჭირო ჰემოდიალიზის სერვისით უზრუნველყოფის შესახებ. მონაცემები ქირურგიული (მ.შ. პედიატრიული), ინფექციური (მ.შ. პედიატრიული), სამეანო, ნეონატალური საწოლების თაობაზე უნდა განახლდეს ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში (10.00 საათზე).  ცალკე მიეთითება თავისუფალ საწოლთა რაოდენობა;

ბ) თავისუფალი რეანიმაციული (მოზრდილთა, პედიატრიული და ნეონატალური), და ინფექციური (მ.შ. პედიატრიული) საწოლების, თავისუფალი ხელოვნური სუნთქვის აპარატების და თავისუფალი კიუვეზების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილება უნდა აისახოს მაქსიმუმ 1 (ერთი) საათის განმავლობაში;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, არანაკლებ 3 დღით ადრე შეატყობინოს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს რემონტის, რეკონსტრუქციის ან სხვა ტექნიკური მიზეზით სერვისის მიწოდების სრულად  ან ნაწილობრივ შეზღუდვასთან, მათ შორის რეანიმაციული საწოლების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე, უნდა აისახოს ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე .“.

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ,,დაწესებულების  ტიპის“ ბლოკში უნდა იქნეს ამორჩეული დაწესებულების ის ტიპი, რომელსაც მიეკუთვნება დაწესებულება. პასუხის შესაძლო ვარიანტებია: ამბულატორია=01; საოჯახო მედიცინის ცენტრი=02; სპეციალიზებული  ამბულატორიული დაწესებულება=03; სპეციალიზებული  კაბინეტი=04; მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულება=05; მონოპროფილური (სპეციალიზებული) სტაციონარული დაწესებულება=06; სტომატოლოგიური კაბინეტი/კლინიკა=07. მიეთითება მხოლოდ კოდი.   ტიპიდან გამომდინარე დაწესებულების მონაცემების სვეტში ივსება  მხოლოდ ის გრაფები, რომელსაც აკმაყოფილებს დაწესებულება.“.

2. ბრძანების დანართი №1.1 (დაწესებულების საპასპორტო მონაცემები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.  

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო