„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.145.016116
26
05/10/2015
ვებგვერდი, 12/10/2015
010250040.35.145.016116
„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2015 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში (სსმ, №9, 11.08.2010წ., 010250040.35.145.000142) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუქტი ამოღებულ იქნას.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა“.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო კვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, თუ ამ შემთხვევაშიაც არ შედგა კვორუმი, სხდომის გახსნა გადაიდება მომდევნო დღისთვის.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე