,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N 6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N 6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016350
65
05/10/2015
ვებგვერდი, 08/10/2015
040110030.35.162.016350
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N 6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N 6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №65

2015 წლის 5 ოქტომბერი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო  :

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/01/2015, 040110030.35.162.016291) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას კანონით განსაზღვრული პირი.".

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ან ასეთ პირთა გაერთიანებისათვის, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე საკუთრებაში გადაცემა.“.

3. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.“.

4. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში ამ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ვალდებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გაცემიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთნავე, მყიდველს ახმეტის მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.“.

6. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, მისი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

7. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული აუქციონის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge.”.

8. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი.“.

9. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება;

გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;

დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის, საბანკო პლასტიკური ბარათისა და  სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).“.

10. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.“.

11. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.“.

12. მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითების მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.

7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად), განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე.“.

13. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება ახმეტის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულად გადახდის თარიღი და პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.“.

14. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.“.

15. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ახმეტის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.“.

16. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ანგარიშსწორება

მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე ახმეტის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებებში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული  სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

2. ელეტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“.

17. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება).

18. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ახმეტის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.“ .

19. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების  (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს ახმეტის მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

20. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით  საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე  www.eauction.ge.” .

21. მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარო აუქციონის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების  ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“ .

22. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. გარიგებათა გაფორმების წესი

1. საჯარო აუქციონის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

2. საჯარო აუქციონის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-9 მუხლის მე-2-მე-9 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.“.

23. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც,  აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ამ წესით დადგენილი პროცედურებით.“.

24. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“.

25. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ახმეტის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.“.

26. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

27. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ამ წესით დადგენილი პროცედურებით.“.

 28. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა,  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

29. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

30. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთნხმებლად. ამასთან იგი პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.“.

31. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი ქირის 0.1 %, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“.

32. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, სარგებლობის უფლებით გადაცემული ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“.

33. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. ზოგადი დებულებები

„1. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.“.

3. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.

34. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო და პირობიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

35. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის  წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის  0.1 %, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“.

36. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრლებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, მართვის უფლებით გადაცემული ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის  (პირობების) შესრულების ვალდებულებებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“.

37. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი V1:

                                                                                   „თავი V1

                                       ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული

                                               მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

მუხლი 311. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის ფორმები და პირობები

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას, ქონების შემძენს უფლება არა აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის) თანხმობის გარეშე.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები.".

38. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

39. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ახმეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“.

40. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

მუხლი 34. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის და ქირის საფასურის განსაზღვრის წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

41. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% ოდენობით, საწყის საფასურს განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი