დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016113 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 120–ე მუხლის, შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად; გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად; დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
|
| მუხლი 3 |
ოქმის და ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ თანდართულ ფორმებს ელექტრონული აუქციონის და დოკუმენტის ელექტრონულად გაცემის თავისებურებათა გათვალისწინებით.
|
| მუხლი 4 |
პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონზე გატანილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობას და მისი გადახდის ვადებს, პირგასამტეხლოს ოდენობას და გადახდის ვადებს, ,,თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს.
|
| მუხლი 5 |
ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი და მისი ამონაბეჭდი, აგრეთვე ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით.
|
| მუხლი 6 |
ელექტრონულ ოქმს და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა, აუქციონატორის თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თიღვის მუნიციპალიტეტი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) № ----------- „----“ „-------------“ 20--- ქ. თბილისი
აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:
__________________________________________________________________
_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________ შეზღუდვა: ---------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება: ვაცხადებ, რომ მონაწილეობა მივიღე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ წინამდებარე აუქციონზე. აუქციონის შესახებ ინფორმაცია და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) პირობები ვიხილე თიღვის მუნიციპალიტეტის (აუქციონატორის) ოფიციალურ ვებგვერდზე ----------------------------------- და სრულად ვეთანხმები მას. ინფორმირებული ვარ, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში – ოქმი) საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და ჩემ შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემს მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა მართმევს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დამიბრუნდება.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 2
|
თიღვის მუნიციპალიტეტი
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
№---- “-------” “-------------- 20----წ” ქ. თბილისი 1. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა:
(აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 08.12.214 წ №669 დადგენილების და მის საფუძველზე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე – ----------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: --- (---------------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით თიღვის მუნიციპალიტეტის ან მის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირის – მიერ გამართულ -----№----აუქციონზე № ---- ლოტზე შემოთავაზებული ფასის:-----------------------–––––––---------------------------------(ციფრებით) (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №----- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:
(შემდგომში – ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით : 2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2. ბანკის დასახელება:----------------------------------------------------------------------------------- 2.3. ბ/კოდი: 000000000 2.4. ანგ № 00000000 2.5. სხვა დამატებითი ინფორმაცია:-------------------------------------------------------------------------
3. სხვა პირობები და ვალდებულებები:
3.1 ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; 3.2 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები; 3.4 აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, თიღვის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე; 3.5. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება თიღვის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან; 3.6. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი “ბე” ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება; 3.7. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე” ჩაითვლება ანგარიშწორებისას; 3.8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 3.9. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ; 3.10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მესაკუთრე; 3.11. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.12. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი; 3.13. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს; 3.14. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი თიღვის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი:
(ხელმომწერი) ---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი :
(ხელმომწერი) -------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
|
დანართი 3
|
თიღვის მუნიციპალიტეტი
პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება
№----- „-------” „-------- ---------------20----წ” ქ. თბილისი 1.წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო
(აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს მთავრობის 08.12.214წ №669 დადგენილების და მის საფუძველზე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე – --------------------------------------------- ------------------------------------------- (ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ------ (------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით თიღვის მუნიციპალიტეტის ან მისი განსაზღვრული იურიდიული პირის მეშვეობით ჩატარებულ --------აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––---------------------------------------------------------------------------------- (ციფრებით) (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №------- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:
(შემდგომში– ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით : 2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი (ციფრებით)-(სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან -------- (---------------კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2 ბანკის დასახელება:----------------------------------------------------------------------------------- 2.3. ბ/კოდი :000000000 2.4. ანგ № 00000000 2.5. სახვა დამატებითი ინფორმაცია:------------------------------------------------------------------------- 3. სხვა პირობები და ვალდებულებები:
ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.2% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.2% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე – ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.07%.
ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი თიღვის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი:
(ხელმომწერი) ---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი :
(ხელმომწერი) -------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
|
დანართი 4
|
თიღვის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №––––––––
„------“--------------------20 წ.
ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––მასზედ,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება და მისამართი)
_______________________________________________________________________________ (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)
__________________________________________________________________________________ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)
საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ოქმის და ხელშეკრულების დასახელება ნომერი)
ოქმის და ხელშეკრულების შედგენის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან ერთი წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მესამე ეგზემპლარი ინახება სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
თიღვის მუნიციპალიტეტის მერი ------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი)
–––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) ბ.ა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები