ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ

ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016095
39
05/10/2015
ვებგვერდი, 09/10/2015
010250000.35.150.016095
ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2015 წლის 5 ოქტომბერი

ს. წეროვანი

 

ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ

„მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და მე-14 მუხლით, აგრეთვე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №22 დადგენილების „ახალგორის  „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-2 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 07 სექტემბრის №33 დადგენილების „ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა.

                                          /თან ერთვის/

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




დანართი

ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლისსაპრივატიზაციო  ობიექტების გეგმა

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებული მერსედესის მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გამოშვებული 1993 წელს, ფერი რუხი მუქი 1/4, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერია  WDB1240191B966221,   სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი   PE 0010416, სახელმწიფო ნომერი   WUW-398,  საწყისი გასაყიდი ფასი 600 (ექვსასი) ლარი. ავტომანქანა დგას წეროვანის დევნილთა დასახლებაში,  ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. აუქციონის ფორმა - უპირობო აუქციონი. აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადახდილ იქნეს აუქციონის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.