„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.018896
510
05/10/2015
ვებგვერდი, 07/10/2015
120260000.10.003.018896
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №510

2015 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014 წ., 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების I თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ გაწვევით ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი