ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016196
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
02/10/2015
ვებგვერდი, 08/10/2015
010250050.35.164.016196
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/10/2015 - 30/04/2018)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2015 წლის 2 ოქტომბერი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების და 88-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  საფუძველზე,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს   ყვარლის მუნიციპალიტეტის   გამგებლისა  და  საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ყვარლის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ

მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი


მუხლი 1
ყვარლის  მუნიციპალიტეტის  (შემდგომში  –  მუნიციპალიტეტი) გამგებლისა  და  საკრებულოს  წევრების  მიერ  მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი  (შემდგომში  –  წესი)  არეგულირებს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის  გამგებელი  და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან  წელიწადში ერთხელ   მაინც,   არაუგვიანეს   1   ნოემბრისა,   მოაწყონ   საჯარო   შეხვედრა   ამომრჩევლებთან   და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 3
მუნიციპალიტეტის   გამგებელი   და  საკრებულოს  წევრები  ვალდებული  არიან   საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით  7 დღით ადრე მაინც .
მუხლი 4
საჯარო  შეხვედრაზე ანგარიში  წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.
მუხლი 5
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამი ოქმი.
მუხლი 6
მუნიციპალიტეტის   გამგებელი   და  საკრებულოს  წევრები  ვალდებული  არიან   საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 7
საჯარო  შეხვედრა  შეიძლება  ჩატარდეს მუნიციპალიტეტის  სხდომათა  დარბაზში ან  სხვა საჯარო   სივრცეში,   ასევე   შესაბამის   ტერიტორიულ   ერთეულში,   რასაც  ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 8
მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    რეგისტრირებულ    ამომრჩეველს    უფლება    აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
მუხლი 9
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
მუხლი 10
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.