შპს „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისისათვის“ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

  • Word
შპს „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისისათვის“ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 469
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/10/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
469
01/10/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
შპს „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისისათვის“ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

განკარგულება №46 9

2015 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისისათვის“ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61–ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04  ბრძანების საფუძველზე:  

1. შპს „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისს“ გაუუქმდეს საბროკერო კომპანიის ლიცენზია №20046 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №176 ბრძანება შპს „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“.

2.  ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი   ოთარ ნადარაია