ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

  • Word
ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/10/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
467
01/10/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

განკარგულება №46 7

2015 წლის 1 ოქტომბერი

ქ.თბილისი

ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის 24/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის 66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ სს ,,ქობულეთის ჩაის“ აქციები ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს როინ ცაციაშვილს (პირადი 01036002403) მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი 6).

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს 5 ოქტომბრიდან.

ვიცე-პრეზიდენტი  ოთარ ნადარაია