„აჟარის (ზემო აფხაზეთის) ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016128
25
02/10/2015
ვებგვერდი, 07/10/2015
270070000.35.102.016128
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge;  31/12/2014; 270070000.35.102.016099)დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. 2000 -2015  წელებში  დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2000 -2015  წელებში დაბადებული ბავშვები.  1 ან 2 ბავშვის შემთხვევაში -1 სასაქონლე პაკეტით, 3 ან 4 ბავშვის შემთხვევაში  -2 სასაქონლე პაკეტით, ხოლო 5 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში -3  სასაქონლე პაკეტით.  

 2. დახმარება გაეწევათ საახალწლოდ თითოეულს  არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური  დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების  აქტის გაფორმებით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი