წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016173
21
01/10/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
010250050.35.155.016173
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 1 ოქტომბერი

ქ. წალკა

წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის  №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის  №31 დადგენილების   (www.matsne.gov.ge 13.10.2014 წ. 010250050.35.155.016146) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1.  პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი

      დანართი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა

№

თანამდებობის დასახელება

ანაზღაურების ოდენობა 

(ლარი)

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

 (ლარი)

საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის

ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის

საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

საკრებულოს წევრი

200

100

95