დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N34 დადგენილებით დამტკიცებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010500000.35.114.016286 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ (www.matsne.gov.ge; 04/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016215) 138-ე მუხლში.
|
| მუხლი 2 |
138-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, აუნაზღაურდეთ საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. ხარჯების ყოველთვიური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურეობრივი მივლინების ხარჯები. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 4. საკრებულოს წევრს საკრებულოს ყოველი სხდომის გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან არ აუნაზღაურდეს 20 (ოცი) ლარი, ხოლო საკრებულოს კომისიის ყოველი სხდომის გაცდენისათვის 10 (ათი) ლარი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები