დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.155.016175 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის „ა.თ“, „გ.ვ“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივნისის №15 (ვებგვერდი w.w.w.matsne.gov.ge, 30/07/2014, 010250000.35.155.016130) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ თანდართულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ“ ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; ბ) „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ვ“ არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები