დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.000.382 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №8, მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს სიტყვების „შესაბამისი ვიზა” და “გასვლის ვიზა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე მიგრანტის ბარათი”.
2. 25-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვის „სასაზღვრო”-ს შემდეგ დაემატოს სიტყვები “და მიგრაციული”, ხოლო სიტყვა „ორგანო” შეიცვალოს სიტყვით “ორგანოები”.
3. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს სიტყვები „და გაძევებიდან ერთი წლის განმავლობაში მათზე არ გაიცემა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და მიგრანტის ბარათი”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1482-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები