„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2044
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019989
  • Word
2044
23/09/2015
ვებგვერდი, 05/10/2015
000000000.00.003.019989
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2044

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის  №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1981 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის, ლენტეხის, თეთრიწყაროს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის და მცხეთის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი