დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სანსეტ შოვისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2041 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019992 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2041
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „სანსეტ შოვისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მდებარე სასტუმროს წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, წყლის მილსადენების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ონის სატყეო უბნის შოვის სატყეოს კვარტალ №18-სა და 32-ში მდებარე 1273 კვ.მ ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე) ვადა შპს „სანსეტ შოვს“ (ს/კ: 404941088) განესაზღვროს 20 წლამდე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები