სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ

  • Word
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2036
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019996
  • Word
2036
23/09/2015
ვებგვერდი, 05/10/2015
000000000.00.003.019996
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №203 6

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ

1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №458 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სესხის ხელშეკრულება და სესხის მიზნობრიობის კონტროლი განხორციელდეს თანდართული პირობების შესაბამისად.

2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 თებერვლის №59 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“, სესხის უზრუნველყოფის საგნის საბაზრო ღირებულების შეფასების მიზნით, საქართველოში ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია, სესხის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების განხორციელებასთან (გაფორმება, შესრულების კონტროლი და სხვა) დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 

პრემიერ-მინისტრი        ირაკლი ღარიბაშვილი