„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2080
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020004
  • Word
2080
24/09/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
000000000.00.003.020004
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2080

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23  პუნქტის შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის გაზსადენების სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის განხორციელების მიზნით, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ მიეცეს უფლება, გარდაბნის, მარნეულისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მდებარე ტერიტორიებზე ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 279 (ორას სამოცდაცხრამეტი) ძირი პატარა თელადუმა (Ulmus minor), 44 (ორმოცდაოთხი) ძირი კაკლის ხე (Juglans regia) და 29 (ოცდაცხრა) ძირი მაღალმთის მუხა (Quercus macranthera).

2. „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო“ ვალდებულია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი გადასცეს სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი განკარგოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის დეტალური საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი;

გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი