სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2068
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020036
  • Word
2068
24/09/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
000000000.00.003.020036
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2068

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების №1-№3 დანართებით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართებით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ამ განკარგულების №1-№3 დანართებში მითითებული ფიზიკური პირების მხრიდან, სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი