სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2065
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020040
  • Word
2065
24/09/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
000000000.00.003.020040
სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2065

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „აკურას“ (ს/კ: №231165583) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 (ერთი) ლარიანი ნომინალური ღირებულების 15 757 311 (თხუთმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ათას სამას თერთმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში - 99,45498%) მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად, ერთი წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (ს/კ: 404923785).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს საფასურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი   ი.ღარიბაშვილი