დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მაჭახელა ჰესისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2057 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020016 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2057
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „მაჭახელა ჰესისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „მაჭახელა 1“ და „მაჭახელა 2“ ჰესების პირველადი პროექტის მოსამზადებლად აუცილებელი ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევების ჩატარების მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდით, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, მაჭახელას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მდებარე 35273 კვ.მ მიწის ფართობზე (ხემცენარეების ჭრის უფლების გარეშე) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა შპს „მაჭახელა ჰესს“ (ს/ნ 404940999) განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) თვის ვადით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები