დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2055 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020013 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2055
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საჰაერო მიმოსვლის ანალიტიკური პროგრამის შესყიდვა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისგან (IATA) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები