დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2054 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020012 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2054
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. „აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №705 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სათხილამურო ტურიზმის განვითარების მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების და თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილი 8 000 000 (რვა მილიონი) ლარიდან 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი სახელმწიფოს სახელით მიღებულ იქნეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდგომში შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდით მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები