დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2016 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020011 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2016
2015 წლის 2 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ოუფენ ნეტისმიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – ოუფენ ნეტმა(ს/კ: 404497790) 2015-2016 წლებში, საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სარეკლამო-საინფორმაციო რგოლების დამზადების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საინფორმაციო-სარეკლამო რგოლების განთავსების, საინფორმაციო ფლაერების, ბანერების დამზადების (დიზაინი), ბეჭდვის, საინფორმაციო სტატიების მომზადების და მედიაში განთავსების (რეგიონებში გავრცელება), ასევე საიტის დამზადების (სადაც გათვალისწინებული იქნება პროექტის სპეციფიკა (რუკების ინტეგრირება) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები