სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2053
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020010
  • Word
2053
23/09/2015
ვებგვერდი, 06/10/2015
000000000.00.003.020010
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2053

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 5 123 863.92 (ხუთი მილიონ ას ოცდასამი ათას რვაას სამოცდასამი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ 202403121).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების დანართი №2-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი