დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2047 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019979 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2047
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება“ - პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირება 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები