,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016168
19
30/09/2015
ვებგვერდი, 05/10/2015
010250040.35.131.016168
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №08 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08  დადგენილების  მე-3  მუხლის, მე-4, მე-7 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტში და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში:

ა) მე-3 მუხლის  მე-4 პუნქტიდან  ამოღებულ იქნეს  ,,დ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს   ,,ბ“ ,,ზ“ ,,კ“ ქვეპუნქტები;

გ) მე-3 მუხლის  მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ქობულეთის  მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის  ხელმძღვანელობაზე  უფლებამოსილმა პირმა  გაწეული საქმიანობის  შესახებ  საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში  კალენდარული წლის  დასრულებიდან  ორი თვის ვადაში.“;

დ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) გამგებლისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“;

ე) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, რომელიც განისაზღვრება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.’’;

ვ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის  მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე