საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 743
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016480
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
743
30/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
140030000.22.034.016480
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2015 - 31/12/2015)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №743

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა  და მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №141 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს  2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



დანართი 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის  დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. 

თავი II. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები 

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ)  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა;

დ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.

მუხლი 4. დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის კონტროლი;

ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით იზოლატორის მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

გ) იზოლატორის მოსამსახურეების სამსახურებრივი შემოწმება იზოლატორში მოთავსებულ პირთა  უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე განცხადებებსა და ინფორმაციაზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების განხორციელებისა და  საყოფაცხოვრებო  პირობების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება;

ე) იზოლატორის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება,  მისი ანალიზის რეგულარულად განხორციელება, ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ზ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ საერთო ანგარიშის შედგენა (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) მონიტორინგის მიზნით თანამშრომლობა სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანოებთან;

ი) ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით  ხელმძღვანელობის წინაშე კანონდამრღვევი სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება;

კ) მონიტორინგის შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ ხელმძღვანელისათვის რეკომენდაციის წარდგენა;

ლ) იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

მ) იზოლატორებში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორებთან კოორდინირებული მუშაობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; 

 ნ)  იზოლატორში განთავსებული პირებისა და  მოსამსახურეებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნასთან დაკავშირებით დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობა;

ო) იზოლატორებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის მარაგის განსაზღვრა;

პ)  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;

ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით იზოლატორში წარმოებული სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;

რ) იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

ს) დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ პირთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა;

ტ)  კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს;

გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს  დეპარტამენტის მოსამსახურეთა  შესაბამის კანდიდატურებს;

ე) ამტკიცებს დეპარტამენტის  სამუშაო გეგმებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის  მოსამსახურეთა  წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანაწილებს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს დეპარტამენტის  დანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას  დეპარტამენტის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ მოსამსახურეს;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის ან/და შესაბამისი დანაყოფის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან;

ლ) შუამდგომლობს მინისტრთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან) დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

მ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;

ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6.  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 

1. დეპარტამენტის დირექტორს  ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.  დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

3.  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) კოორდინაციას უწევს  დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებათა შესრულებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს  დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის დანაყოფებია:

ა) მონიტორინგის სამმართველო;

ბ) სამედიცინო მომსახურების სამსახური;

გ) ქ. თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

დ) ქ.თბილისის და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო)  (ქ.თბილისი);

ე) აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური)  (ქ.ბათუმი);

ვ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი  (სამსახური)  (ქ.გორი);

ზ) ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი  (სამსახური)  (ქ.რუსთავი);

თ) კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური)  (ქ.თელავი);

ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური)  (ქ.ქუთაისი);

კ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი  (სამსახური)  (ქ.ზუგდიდი).

თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული  დანაყოფების  კომპეტენცია

მუხლი 8. მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენცია

მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის კონტროლი;

ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით იზოლატორის მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

გ) იზოლატორის მოსამსახურეების სამსახურებრივი შემოწმება იზოლატორში მოთავსებულ პირთა  უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე განცხადებებსა და ინფორმაციაზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების განხორციელებისა და  საყოფაცხოვრებო  პირობების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება;

ე) იზოლატორის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება,  მისი ანალიზის რეგულარულად განხორციელება, ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ზ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ საერთო ანგარიშის შედგენა (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) მონიტორინგის მიზნით თანამშრომლობა სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანოებთან;

ი) ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით  ხელმძღვანელობის წინაშე კანონდამრღვევი სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება;

კ) მონიტორინგის შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ ხელმძღვანელისათვის რეკომენდაციის წარდგენა;

ლ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 9. სამედიცინო მომსახურების სამსახურის კომპეტენცია

სამედიცინო მომსახურების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ) იზოლატორებში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორებთან კოორდინირებული მუშაობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; 

 გ)  იზოლატორში განთავსებული პირებისა და  მოსამსახურეებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნასთან დაკავშირებით დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობა;

დ) იზოლატორებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის მარაგის განსაზღვრა;

ე)  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პერიოდულად წარდგენა;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით იზოლატორში წარმოებული სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;

თ) იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 10. იზოლატორების კომპეტენცია

1. იზოლატორების კომპეტენციაა დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ პირთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2.  იზოლატორების უფლებამოსილება განისაზღვრება დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებით, შინაგანაწესითა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციით.