დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 30/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.62.074.016008 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“.“ 2.მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი 1. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საჯარო ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) პროფესიული უნარები.“ 3.მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. უფროსი აუდიტორი 1. უფროსი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით); გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა); ე) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პროფესიული უნარები.“ 4.მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. აუდიტორი 1. აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია გარე აუდიტის ჩატარების გამოცდილება); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, (სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა); დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი; ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) პროფესიული უნარები.“ 5.დაემატოს 191 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 191. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 7- წლიანი გამოცდილება, მათ შორის 3 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე; გ) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების მართვის ცოდნა; დ) ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების მართვის გამოცდილება; ე) პროექტების მეთოდოლოგიური მართვის გამოცდილება; ვ) სასურველია მონაცემთა დაცვის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; ზ) სასურველია პარტნიორი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა; ი) სასურველია სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება ან/და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება; კ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; დროის ეფექტური მართვის; გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ლ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office applications, MS Windows; მ) სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პროფესიული უნარები.“ 6.დაემატოს 192 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 192. მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი 1. მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. T-SQL-ის სრულყოფილი ცოდნა; დ) MS SQL Server 2008 R2, MS Windows 2008R2 და Linux based OS სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება; ე) მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების კეთება და მათი აღდგენის ცოდნა და გამოცდილება; ვ) ვირტუალური სერვერების VMware ESXi მართვის სერვერის ადმინისტრირების გამოცდილება; ზ) CISCO-ს ქსელური მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება. მარშუტიზირების პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა, ვირტუალური ტუნელების აწყობის ცოდნა, 2-3 დონის კონცენტრატორებთან მუშაობის გამოცდილება; Firwall-ებთან მუშაობის გამოცდილება; თ) სასურველია სხვადასხვა პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი და გამოცდილება; ი) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, კომუნიკაციის, დროის ეფექტური მართვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:MS Office applications, MS Windows; ლ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პროფესიული უნარები.“ 7.დაემატოს 193 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 193. დეველოპერი 1. დეველოპერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება; ბ) პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) NET, C# ტექნოლოგიების ცოდნა; დ) MS SQL, ASP.NET, C#, Html, MVC 5, Web Api, JavaScript, PHP, CSS ცოდნა; ე) რელიაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; T-SQL-ის ცოდნა; ვ) სასურველია სხვადასხვა პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი და გამოცდილება; კ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, კომუნიკაციის, დროის ეფექტური მართვის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ლ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:MS Office applications, MS Windows; მ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პროფესიული უნარები.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები