დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016272 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/10/2015 - 30/03/2018)
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 1061 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, თანახმად დანართი 1-ისა.
|
2.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, თანახმად დანართი 2-ისა.
|
3.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, თანახმად დანართი 3-ისა.
|
4.
დამტკიცდეს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები, თანახმად დანართი 4-ისა.
|
5.
დაევალოთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იმ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ ინვენტარიზაციის ან/და ქონების ჩამოწერის პროცედურები, ინვენტარიზაციის ან/და ქონების ჩამოწერის პროცედურები დაასრულონ წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
|
6.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი და საწვავი მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ან/და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. |
მუხლი 3.
ინვენტარიზაციის ჩატარება |
დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 4.
საინვენტარიზაციო კომისია |
|
მუხლი 5.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
|
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას. 3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა. 5. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე. 6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას. |
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა |
|
მუხლი 7.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია |
ქონების განკარგვა, რომელიც ქონების ჩამოწერის შემდეგ ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 8.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება |
|
დანართი №2
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
|
მუხლი 3.
ინვენტარიზაციის ჩატარება |
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 4.
საინვენტარიზაციო კომისია |
|
მუხლი 5.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა |
ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს. |
მუხლი 6.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია |
|
მუხლი 7.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება |
|
დანართი №3
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
3. საწარმო – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო (სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია. |
მუხლი 3.
ინვენტარიზაციის ჩატარება |
საწარმოში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 4.
საინვენტარიზაციო კომისია |
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. 3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელი. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას. |
მუხლი 5.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა |
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას. 3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 4. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ ჩამოსაწერი მცირეფასიანი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება მცირეფასიანი აქტივის ჩამოწერა. 5. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით. 6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას ითანხმებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართვისა და მასზე დართული შესაბამისი მასალების (ჩამოსაწერი ობიექტების ნუსხა, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენის ან/და ლიკვიდაციის აქტები) საფუძველზე. 7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე. 8. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს. |
მუხლი 6.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია |
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე. |
მუხლი 7.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება |
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები