„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016254
42
29/09/2015
ვებგვერდი, 02/10/2015
010250050.35.104.016254
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2015 წლის 29 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, 06/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.104.016190) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა;“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტით განსაზღვრული გამოსაქვეყნებლად ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია