დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016253 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016161) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
|
ა)
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; |
ბ)
მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი.“ ქვეპუნქტი:
„ა.ი) განსაზღვრავს და ამტკიცებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას.“; |
გ)
მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) საკრებულოსა და ამომრჩეველს წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;“; |
დ)
მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განსახორციელებელი შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ქმნის სატენდერო კომისიას და ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; |
ე)
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/ აქციების შეძენის შესახებ;“; |
ვ)
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება გამგებლის სამართლებრივი აქტით.“; |
ზ)
30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.გამგეობა თავისი საქმიანობის შესახებ, მოქალაქეთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, ვალდებულია გამოაქვეყნოს: ა) გამგებლის სამართლებლივი აქტები; ბ) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ; გ) გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი; ე) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) გამგეობის სამუშაო გეგმები და ანგარიშები; ზ) მასალები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე; თ) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ; ი) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე; კ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ადგილობრივი ბიუჯეტი; ლ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები,შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; მ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის მიერ შესაბამისი სხდომის ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში; ნ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგისა და გამართვის თარიღს,დროისა და ადგილის შესახებ; ო) მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ, შესაბამისი ანგარიშის საკრებულოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში; პ) სხვა საჯარო ინფორმაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები