დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016252 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.104.016160) შეტანილ იქნეს ცვლილება:
|
ა)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის ზოგიერთი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
|
ა.ა)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემა სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ;“ . |
ა.ბ)
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; |
ა.გ)
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„დ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;“. |
ა.დ)
120-ე მუხლი:
„მუხლი 120.პეტიციის წესით წარდგენილი დოკუმენტის რეგისტრაციისა და განხილვის წესი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პეტიციის წესით წარდგენილ დოკუმენტებს დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი. 2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი, პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების თანდასწრებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. 3. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ფურცელზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო წესით. 4. პეტიციით შეტანილი დოკუმენტის განხილვის პროცედურები განისაზღვრება, მსგავსი ტიპის დოკუმენტის განხილვისათვის, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“. |
ა.ე)
127-ე მუხლი:
„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება 1. დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის, ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ინიციირების პროცესში, ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება დასახლების საერთო კრება. 2. საერთო კრების გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის, საერთო კრების მდივნისა და რჩეულის უფლება-მოვალეობების, აგრეთვე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
ა.ვ)
131-ე მუხლის პირველ პუნქტი :
„1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირიც), ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს.“. |
ა.ზ)
135-ე მუხლი:
„მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1.საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ-შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღით ადრე მაინც; ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; გ) ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში)-საკრებულოში წარდგენიდან 3 დღის ვადაში; დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში-საკრებულოში მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით-ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქლაქეთა მიღების გრაფიკი-გრაფიკის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში; ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს-შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში; თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღებისა და შეხვედრის დღეეებს, ადგილსა და დროს-მიღებისა და შეხვედრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ი) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების მუშაობის წლიური ანგარიშები-ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში; კ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა-საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა-მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; მ) პეტიცია-მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; ნ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინციატივა, მისი საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. |
ბ)
რეგლამენტს დაემატოს: |
ბ.ა)
1171 მუხლი:
„მუხლი 1171. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვა; ბ) საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი („საკრებულოს ღია კარის სხდომა); გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მოსახლეობის გამოკითხვა; დ) მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება;“. |
გ)
რეგლამენტიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები