„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 100090000.22.038.016575
160
02/11/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
100090000.22.038.016575
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №160

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში (სსმ, 100090000.22.038.016193, 08.07.2013 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია თანდართული სახით (დანართი №1).“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია“;

 ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციურ  დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ შიმშილობის დაწყების შემთხვევაში მათი ყოფნისა და მოვლის პირობებს.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომში – მოშიმშილე), დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური მუშაკი ადგენს შესაბამის ოქმს ექიმისა და მოშიმშილის თანდასწრებით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაწესებულების დირექტორს, ხოლო არასამუშაო საათებში ოქმს ადგენს შესაბამის დანაყოფზე სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე სამედიცინო პერსონალის და მოშიმშილის თანდასწრებით, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი და მოშიმშილის მოთხოვნები. ოქმის შედგენამდე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება მისთვის ინსტრუქციით დადგენილი მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და უფლება-მოვალეობები, ოქმის შედგენის შემდგომ დაწესებულების დირექტორი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – პენიტენციური დეპარტამენტი) დირექტორს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) უფროსს და შიმშილობის მიზეზის გათვალისწინებით, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დაწესებულების მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები

1. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი მოშიმშილეს დაუყოვნებლივ განუმარტავს შიმშილობის დროს მის მიმართ მოპყრობის წესს, ყოფნის პირობებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. დაწესებულების დირექტორი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი  ვალდებულია გამოარკვიოს მოშიმშილის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზები და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს პენიტენციურ დეპარტამენტს, სამედიცინო დეპარტამენტსა და შიმშილობის მიზეზის  გათვალისწინებით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგნიზაციას, რაც აისახება შესაბამის ოქმში.

3. თუ მოშიმშილის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება შედის დაწესებულების  კომპეტენციაში, დაწესებულება დაუყოვნებლივ რეაგირებს და შეძლებისდაგვარად აკმაყოფილებს მოშიმშილის კანონიერ მოთხოვნებს და ამის თაობაზე აცნობებს მოშიმშილეს, მკურნალ ექიმს, პენიტენციურ დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტს.

4. თუ მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება დაწესებულების კომპეტენციას,  გატარებული ღონისძიებების თაობაზე დაწესებულება აცნობებს მოშიმშილეს, პენიტენციურ დეპარტამენტსა და  იმ ორგანოს, რომლის უფლებამოსილების სფეროსაც განეკუთვნება მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო  ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.

5. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, დაწესებულების სოციალური განყოფილების, ხოლო დაწესებულებაში მისი არარსებობის შემთხვევაში დაწესებულების შესაბამისი სექტორის მიერ ინფორმაცია მიეწოდება მოშიმშილის ოჯახს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს მოშიმშილის წერილობითი თანხმობით, ხოლო შიმშილობის შედეგად მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, რაც დასტურდება მკურნალი ექიმის დასკვნით, დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი ან შესაბამისი სექტორის მენეჯერი დაუყოვნებლივ აცნობებს მოშიმშილის ოჯახს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.

6. მოშიმშილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს, დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი ან შესაბამისი სექტორის მენეჯერი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მოშიმშილის ოჯახს, მის კანონიერ წარმომადგენელს და ყველა იმ ორგანოს, ვინც ინფორმირებული იყო შიმშილობის დაწყების თაობაზე.“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ურთიერთობის საფუძველზე, ექიმი შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს დაწესებულების დირექტორს და აცნობებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს.“;

ე.ბ) მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ექიმი, მოშიმშილის მიმართ დაწესებულების მოსამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის, ასევე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ან/და საქართველოს სახალხო დამცველსა და მასთან არსებულ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

11. მოშიმშილე  მისი სურვილის შემთხვევაში უნდა განთავსდეს განცალკევებით, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში.

12. თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება დაწესებულებაში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, ხდება მისი გადაყვანა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მოშიმშილის ახლო ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.“;

ე.გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ადგენს შესაბამის ოქმს ექიმისა და მოშიმშილის თანდასწრებით, ხოლო არასამუშაო საათებში ოქმს ადგენს შესაბამის დანაყოფზე სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე სამედიცინო პერსონალის და მოშიმშილის თანდასწრებით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაწესებულების დირექტორს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და შიმშილობის მიზეზის გათვალისწინებით, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგანიზაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი