დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016260 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
|
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები და დააფინანსოს სპეცილაური მიზნობრივი სასწავლო პროგრამები, ხოლო 30-ე მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად იგი ვალდებულია ხელი შეუწყოს ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ სააღმზრდელო და საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა სასკოლო მზაობის სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 5–6 წლის ბავშვების მომზადებას სკოლისათვის. დღესისათვის ასეთი ბავშვების რაოდენობა 60-ია. ზემოაღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტს ემატება ახალი პუნქტი ,,დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურების პროგრამა“, რომლის დასაფინანსებლად საჭირო იქნება 1,5 ათასი ლარი. აქედან გამომდინარე 1,5 ათასი ლარით მცირდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,დასვენება, კულტურა და რელიგია“ მუხლის ახალგაზრდულული პროგრამების დაფინანსება და შესაბამისად იზრდება ,,განათლება“ მუხლის ზოგადი განათლების დაფინანსების ხარჯები . საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში (სკ 190020020.35.119.016217) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ბიუჯეტის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსიის 42-ე პუნქტი:
,,42. დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 07). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას და აქედან გამომდინარე აღსაზრდელთა უნარ–ჩვევების განვითარებას ყველა მიმართულებით და 5–6 წლის ბავშვების მომზადებას სკოლისათვის. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ჯგუფები, ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა არ იქნება 25 ბავშვზე მეტი. ჯგუფში დაფინანსდება სპეცილაურად მომზადებული აღმზრდელ–პედაგოგი და თანაშემწე. სასკოლო მზაობის ჯგუფების ორგანიზება განხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საგანმანათლებლო რესურს–ცენტრთან შეთანხმებით შერჩეულ, პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. პროგრამა დაფინანსდება სუბსიდირების წესით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები